აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, 41 წლის ერიკ ტრამპი, ოფიციალურად მილიარდერი გახდა, მას შემდეგ, რაც მისი აქციების პაკეტი კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია American Bitcoin-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Forbes-ის ინფორმაციით, ტრამპის შვილის კომპანიის ღირებულება 3 სექტემბერს $950 მლნ–მდე გაიზარდა.
რამდენიმე დღის წინ კი ერიკ ტრამპმა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტობაზე არ გამორიცხა.
"არ ვამბობ არა, მაგრამ არც დიახ ვამბობ", -განაცხადა მან Nikkei Asia-სთან ინტერვიუში, აღნიშნა ასევე, რომ მას ფინანსური სფერო ძალიან მოსწონს.