ე.წ. რუსული კანონების მიღების მერე, ღია საზოგადოების ფონდები ყირგიზეთში საქმიანობას წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნდა

ორგანიზაციის ინფორმაციით ე.წ. რუსული კანონი აწესებს შემზღუდველ, ფართო და არასწორად განსაზღვრულ რეგულაციებს საერთაშორისოდ დაფინანსებული ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე.

ღია საზოგადოებამ სოროსის ფონდი ყირგიზეთში 1993 წელს დააარსა, მაშინ როდესაც ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის შემდეგ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა.

მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ფონდმა 115 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო პროექტების ფართო სპექტრისთვის, რომლებიც მუშაობენ როგორც მთავრობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ქვეყანაში. ეს მოიცავდა ინიციატივების მხარდაჭერას განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში, განვითარებადი ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სისხლის სამართლისა და იურიდიული დახმარების სისტემების რეფორმირებაზე მუშაობას. სოროსის ფონდი - ყირგიზეთი ადგილობრივად იმართება და დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით, მაგრამ დაფინანსებას იღებს საზღვარგარეთიდან.“ - წერია  ფონდ ღია საზოგადოების განცხადებაში. 

ორგანიზაციის განცხადებით, „სამწუხაროდახალი კანონი ნიშნავსრომ ამ ძალისხმევასრომლის მიზანიც ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა იყოუსამართლოდ მიენიჭება იარლიყიროგორც „უცხოეთის წარმომადგენელთა“ მუშაობა“.