ევროკავშირის საბჭომ დღეს გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების ექვსი თვით, 2026 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივების შესახებ.
„ეს ეკონომიკური ზომები, რომლებიც პირველად 2014 წელს იქნა შემოღებული, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან“, - ამბობს ბრიუსელი.
საბჭოს კომუნიკეში ნათქვამია, რომ ეს სანქციები „შედგება შეზღუდვებისგან ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ენერგეტიკაზე, ტექნოლოგიებსა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საგნებზე“.
„გარდა ამისა, კონკრეტული ზომები საშუალებას აძლევს ევროკავშირს, წინააღმდეგობა გაუწიოს სანქციების გვერდის ავლას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოს თქმით, „მიზანშეწონილია ევროკავშირის მიერ შემოღებული ყველა ზომის ძალაში შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ზომების მიღება“.