გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ხმების რაოდენობა მხოლოდ მეორე კენჭისყრაზე მიიღო.

ბუნდესტაგში მერცის კანდიდატურას 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, კანცლერის პოსტზე დამტკიცებისთვის მას სულ მცირე, 316 ხმა სჭირდებოდა.

ცნობისთვის, პირველი კენჭისყრის შედეგად მან მხოლოდ 310 ხმა მიიღო.