ლონდონის „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი განმეორებითი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ენრიკეს თქმით, ქართველი ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებულია და მას ასაკის მიუხედავად, დიდი გამოცდილება აქვს.

„მის დამატებას რამდენიმე წლის წინაც ვცდილობდით, თუმცა არ გამოგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, უდიდესი გამოცდილება აქვს და მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ.

როდესაც ქვეყანას იცვლი, სირთულეებს აწყდები, ადაპტაციის პროცესი მისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ ის გონებაგახსნილი ადამიანია. იგი ახლა ყველა მატჩში იღებს მონაწილეობას. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ“, – აღნიშნა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „არსენალის“ პირველი ნახევარფინალური მატჩი ლონდონში 1:0 ფრანგების გამარჯვებით დასრულდა. უსმან დემბელემ გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა. განმეორებითი მატჩი 7 მაისს პარიზში ჩატარდება.

პირველი არხი