საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაიომ წარადგინა ცირკულარი, რომელიც ამკაცრებს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების პირობებს. ნატურალიზაციის პროცედურის გავლის მსურველთა კრიტერიუმები იგივე დარჩება, თუმცა მათი შესრულება უფრო რთული იქნება.
განახლებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფრანგულ საზოგადოებაში მიღების მიზნით, განმცხადებლებმა უნდა აჩვენონ თავიანთი ინტეგრაცია, კერძოდ, რესპუბლიკის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების სრული დაცვა, კანონების პატივისცემა, მათ შორის უცხოელთა შემოსვლისა და ყოფნის მარეგულირებელი კანონების, და გრძელვადიანი ფინანსური თვითკმარობის დემონსტრირება.