გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების შერბილებაზე უარი თქვა და შეზღუდვები განაახლა ისეთივე პირობებით, როგორც ეს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებამდე არსებობდა. შედეგად, ირანის წინააღმდეგ განახლდება ისეთი სანქციები, როგორიცაა ემბარგო იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, ბირთვული საქმიანობის შეზღუდვა, ფინანსური და საბანკო აკრძალვები, შეზღუდვებია ავიაციასა და ტრანსპორტირებაზე რაც ირანული პროდუქციის გადაზიდვებთანაა კავშირში, ასევე ინდივიდუალური პირების მიმართ სანქციები.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს მიწურულს, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, რომლებიც ირანთან „ბირთვული შეთანხმების“ ევროპელი გარანტორები არიან, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წერილობით მიმართეს, სადაც სანქციების განახლების შესახებ იყო საუბარი, რამდენადაც, მანამდე ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.

1tv.ge