გერმანიაში სამომხმარებლო ფასები, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებულია, ივნისში წლიურად 2%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის (Destatis) ანგარიშში, რომელმაც წინასწარი მონაცემები წარმოადგინა.
ამგვარად, ქვეყანაში ინფლაცია მაისის 2.1%-თან შედარებით შენელდა და გასული წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელზე აღმოჩნდა.
Trading Economics-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები ივნისში ინფლაციის საშუალოდ 2.2%-მდე დაჩქარებას პროგნოზირებდნენ.
წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა, ექსპერტები კი 0.3%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.
სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის ტემპის შენელება ზედიზედ ხუთი თვეა გრძელდება.