გერმანიაში Ryanair-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბავარიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბავარიის პოლიციის ცნობით, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი ქალაქ მილანში მიფრინავდა, როდესაც ჭექა-ქუხილის შედეგად გამოწვეული ძლიერი ტურბულენტობის გამო, გერმანიის ქალაქ მემინგენში ავარიულად დაეშვა.

პოლიციის განცხადებით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და ექიმებმა დაშვებულთაგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ბავარიის პოლიციაში განაცხადეს, რომ კომპანია მგზავრებს მილანში ავტობუსის საშუალებით გადაიყვანეს, რადგან ადგილობრივმა საავიაციო ორგანომ Ryanair-ს მემინგენიდან ფრენის განხორციელების უფლება არ მისცა.

ipn.ge