„ვალენსიის“ საუკეთესო თავდამსხმელმა, უგო დურომ გიორგი მამარდაშვილის გუნდიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრების მეკარემ ლა ლიგის 37-ე ტურში, „ბილბაოსთან“ „მესტალიაზე“ ბოლო თამაში ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ მოგვენატრება, ლა ლიგაში სხვა გუნდის მოთამაშეები კი მისი წასვლით გახარებულები იქნებიან. ის შესანიშნავი მეკარეა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. გიორგის გუნდიდან წასვლა სამწუხაროა, მაგრამ მისი წინსვლა მახარებს. გარდა იმისა, რომ გამორჩეული მეკარეა, ამასთანავე, საუკეთესო ადამიანია“, – განაცხადა უგო დურომ.

24 წლის მამარდაშვილის ტრანსფერი გასულ ზაფხულს „ლივერპულმა“ 35 მილიონ ევროდ გამოისყიდა, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარემ 2024/25 წლების სეზონი „ვალენსიაში“ გაატარა, მომავალი სეზონიდან კი კარიერას „ენფილდზე“ გააგრძელებს.

1tv.ge