ილონ მასკმა, თავისი ფონდის Elon Musk Revocable–ის მეშვეობით, პარასკევს Tesla-ს 2 მილიონზე მეტი აქცია შეიძინა, რომელთა ფასი 371-დან 396 დოლარამდე მერყეობდა, – ნათქვამია ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილ დოკუმენტებში.
შესყიდვის საერთო ფასი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იყო. მასკი ამჟამად Tesla-ს 413 მილიონ აქციას ფლობს.