ინგლისის ბანკმა ივნისის სხდომის შემდეგ, რომელიც ხუთშაბათს დასრულდა, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 4.25%-ზე შეინარჩუნა, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

გადაწყვეტილება ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზებს დაემთხვა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (MPC) ცხრა წევრიდან ექვსმა მისცა ხმა განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას, ხოლო სამმა (სვატი დჰინგრა, დეივ რამსდენი და ალან ტეილორი) მხარი დაუჭირა განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 4%-მდე შემცირებას.

დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი წელს ორჯერ და გასულ წელს ორჯერ 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

ვრცლად interfax–ზე