ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წელს კანარის კუნძულებს ტურისტების „რეკორდული“ რაოდენობა ეწვია.

ეს დარტყმაა ათასობით მცხოვრებისთვის, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ ჭარბი ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში ცუდი სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად.

არქიპელაგი სეზონის პიკში დამსვენებლებით არის გადატვირთული, რაც ადგილობრივ მომსახურებას ართულებს, საცხოვრებლის ფასებს ზრდის და ბუნებრივ გარემოს საფრთხეს უქმნის.

ტენერიფეზე ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პოპულარული ეროვნული პარკის დასაცავად მომავალ წელს ახალი ეკო გადასახადი ამოქმედდება.

კანარის კუნძულებმა მარტში 1.55 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ თვეში დამყარებულ რეკორდულ მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია.

მონაცემები ორშაბათს გამოაქვეყნა კანარის კუნძულების ეროვნულმა სტატისტიკის ინსტიტუტმა (INE), რომელმაც დასძინა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტების საერთო რაოდენობამ 4.36 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტია.

ვრცლად euronews–ზე