მალტაში ექიმებმა მზისგან დამცავი კრემების დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. მათი აზრით, ეს მზისგან დამცავ საშუალებებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის და კანის კიბოს შემთხვევების ზრდას შეამცირებს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მზისგან დამცავ კრემებს დადასტურებული სამედიცინო სარგებელი აქვთ, რადგან ისინი ამცირებენ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას.