Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ქმნის გუნდს, რომელიც იმუშავებს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შექმნაზე, ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
კომპანიაში ამისთვის ახალი ლაბორატორია უკვე გახსნილია და ბიზნესმენი ამ პროექტისთვის 50 ადამიანის დაქირავებას აპირებს.
საუბარია AGI-ზე (Artificial General Intelligence) - ხელოვნური ინტელექტის თეორიული კვლევების სფეროზე, რომელიც მიმართულია ადამიანის დონის კოგნიტიური ფუნქციების მქონე ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე.
პროექტში ასევე ჩართულია Scale AI-ს დამფუძნებელი ალექსანდრ ვანი.