ნიდერლანდებში სურთ სკოლებში სმარტფონების გამოყენება სრულად აკრძალონ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ამჟამად, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თან იქონიონ ტელეფონები, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება გამოიყენონ ისინი გაკვეთილზე. თუმცა, ახალი კანონპროექტი უფრო მკაცრ ზომებს სთავაზობს: გაჯეტები ან სახლში უნდა დარჩეს, ან მთელი სასწავლო დღის განმავლობაში სკოლის სპეციალურ სეიფებში უნდა ჩაჰბარდეს.

მასწავლებლები ჩივიან, რომ სმარტფონების გამო, ბავშვები ზარის დარეკვის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებენ კონცენტრირებას და დერეფნებში, ცოცხალი კომუნიკაციის ნაცვლად, ბევრი სოციალური ქსელების გადახედვას ამჯობინებს.

ინიციატივას მხარს უჭერს სულ მცირე ცხრა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური პარტიების. ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტს დამტკიცების მაღალი შანსი აქვს.