ნიდერლანდების პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა აკრძალოს ადამიანების გამოსახულების და ხმის გამოყენებას მათი თანხმობის გარეშე. ინიციატივა დანიის მაგალითს მიჰყვება, რომელმაც უკვე შემოიღო მსგავსი დაცვის მექანიზმები – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ოთხი წამყვანი პარტიის დეპუტატებმა შესთავაზეს მოქალაქეებისთვის მათ გარეგნობასა და ხმაზე საავტორო უფლებების მინიჭება. 

პროექტი მიმართულია deepfake-ების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ყალბი სურათებისა და ვიდეოების წინააღმდეგ. ყველაზე ხშირად, ასეთ კონტენტს ავრცელებენ ადამიანების ნებართვის გარეშე.