ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ ერთდროულად ორი ვერსიით დაასახელეს.
ქართველმა ნახევარმცველმა „რიდთან“ მოგებულ (3:1) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და გრაცის „შტურმის“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.
„მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში 638 ქულით ოთარ კიტეიშვილმა გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა „რიდთან“ მატჩში დუბლი შეასრულა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა“, – წერს Skysportaustria.
„ჯვაროსნების“ ერთ-ერთი ლიდერი Sofascore-მაც დააფასა – მისი თამაში თითქმის იდეალურად – 9.4 ქულით შეაფასა და, ლასკ-ის თავდამსხმელთან, მოსე უსორისთან ერთად, ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.