PricewaterhouseCoopers აშშ-ში დაახლოებით 1500 თანამშრომელს, ანუ კომპანიის 75 000 თანამშრომლიდან დაახლოებით 2%-ს გაათავისუფლებს, – ამის შესახებ Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ბიზნესის ეფექტურობის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქნა მიღებული. შემცირებას ძირითადად ექვემდებარებიან აუდიტორული და საგადასახადო მომსახურების მიმწოდებელი თანამშრომლები. PwC-მ ადრე თავისი ასობით თანამშრომელი აშშ-ში უფრო პერსპექტიულ დანაყოფებში გადაიყვანა.

ვრცლად interfax–ზე