24 მაისს კარდიფში რაგბის ჩემპიონთა თასის (Inventec Champions Cup) ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბრიტანული „ნორზჰემპტონი“ და ფრანგული „ბორდო“ დაუპირისპირდებიან – ამ შეხვედრა ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი განსჯის.
ამას გარდა, ამაშუკელი მიწვეულია ბრიტანელი და ირლანდიელი „ლომების“ ტურნეზე, რომელიც 20 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და, ჯამში, 38 თამაში ჩატარდება, რომელთაგან 27 ტესტმატჩი იქნება.
20 ივნისს ბრიტანელი და ირლანდიელი „ლომები“ არგენტინას დუბლინში ეთამაშებიან – ამაშუკელი პირველი ასისტენტი იქნება.
5 ივლისს ქართველი რეფერი „ოლ ბლექსისა“ და შოტლანდიის თამაშს განსჯის; 9, 12 და 19 ივლისს ის „ლომების“ სამ შეხვედრაში (19 ივლისს ავსტრალიასთან) ასისტენტად იმუშავებს; 22 ივლისს ბრიტანელი და ირლანდიელი „ლომებისა“ და წყნარი ოკეანის ნაკრების თამაშს მოემსახურება, 26 ივლისს კი ავსტრალიისა და „ლომების“ მეორე ტესტმატჩში კვლავ ასისტენტი იქნება.
ზაფხულის ტესტები 2 აგვისტოს ავსტრალიისა და „ლომების“ გადამწყვეტი მატჩით დასრულდება და ამ შეხვედრის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელია.
აღსანიშნავია, რომ 2 აგვისტოს გასამართი მატჩი 30 წლის ამაშუკელისთვის 30-ე ტესტმატჩი იქნება სამსაჯო კარიერაში.