რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაჟინებით მოითხოვს, რომ მოსკოვმა კიევთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიიღოს სრული კონტროლი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რომლებიც რუსეთმა მიიერთა და ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს.

ამის შესახებ „ბლუმბერგს“ მოლაპარაკებების მსვლელობასთან დაკავშირებულმა სამმა წყარომ უთხრა.

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 25 აპრილს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ცდილობდა, დაერწმუნებინა რუსეთის პრეზიდენტი დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტას და ომის შეჩერებას ფრონტის ამჟამინდელ ხაზებზე, მაგრამ ვლადიმერ პუტინი დაჟინებით მოითხოვდა სრულ კონტროლს უკრაინის ოთხ რეგიონზე, რომლებიც რუსეთს აქვს უკანონოდ ანექსირებული.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

წყაროები სააგენტოს უყვებიან, რომ შემდგომი პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის შემთხვევაში.

1tv.ge