"ეკონომიკის კონტროლირებადი გაგრილება, რეცესიაში გადაიზარდა" - წერს "Независимая Газета".

ეკონომისტების, ექსპერტების და კვლევითი ინსტიტუტების გამოკითხვის საფუძველზე, გაზეთი წერს: "ეკონომისტების შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტალში, რუსეთის მშპ, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირდა. ეს ზედიზედ მეორე შემცირებაა, რაც ტექნიკურ რეცესიაზე მიუთითებს"."კლება ძლიერდება იმ სექტორებში, რომლებიც არ უკავშირდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექს, პრაქტიკულად, რუსეთის მთელ სამოქალაქო სექტორებში".

"ეკონომისტების აზრით, ეკონომიკურ ვარდნას ისეთი ტემპი აქვს აღებული, რომ საბაზისო საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი შემცირებაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეაჩერებს ამ ვარდნას"."რუსეთის ეკონომიკა, ზრდის პერიოდის შემდეგ, მართლაც შევიდა ტექნიკური რეცესიის ფაზაში, 2025 წლის მეორე კვარტალში, მშპ-ს ზედიზედ ორი კვარტლის შემცირებით" - აღნიშნავს ანალიტიკური კომპანია „Цифра Брокер“-ი.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ინდუსტრიაში მდგომარეობის გაუარესება, სავარაუდოდ, აგვისტოშიც გაგრძელდა და მოჰყავს გამოკითხვის ინდიკატორები. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის (ИНП РАН ) მიერ ჩატარებული ინდუსტრიის წარმომადგენლების გამოკითხვების მონაცემები, ბიზნეს განწყობის ძლიერ კლებაზე მიუთითებს."მოთხოვნის მუდმივი კლება, რუსეთის ინდუსტრიას აიძულებს შეეჩვიოს გაყიდვების მოცულობის შემცირებას და პესიმიზმის შემდგომ ზრდას" - წერია გამოკითხვის შედეგებში.„არასაკმარისი შიდა მოთხოვნა, საწარმოების 60%-ს აწუხებს. ეს ფაქტორი ასეთი მნიშვნელოვანი მასშტაბის არ ყოფილა 2020 წლის აპრილშის, Covid-19-ის აფეთქების შემდეგ. მეწარმეების ნახევარი შეშფოთებულია მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის გაურკვევლობითა და მისი პერსპექტივებით“ - წერია მიმოხილვაში.

"ეკონომიკის გაციება და პესიმისტური მოლოდინები, კომპანიებს აიძულებს, სულ უფრო გადამწყვეტად შეცვალონ ხელფასები და საინვესტიციო გეგმები უარესობისკენ" - წერია მიმოხილვაში."

საწარმოების შეფასებით, ინვესტიციებისა და სესხების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა, მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 10-11%-მდე შემცირდება.მოთხოვნა და წარმოება - როდესაც განაკვეთი 12-13%-მდე შემცირდება" - იტყობინება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტი (ИНП РАН).

მოამზადა  ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა