რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრირებული ბლოგერის, იური დუდის წინააღმდეგ შესაძლოა ღალატის ბრალდებით გამოძიება დაიწყოს. წარსულში, მას დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა სამხედრო სფეროში ისეთი ინფორმაციის შეგროვებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.

"შესაბამისმა ორგანოებმა შესაძლოა შეამოწმონ იური დუდის საქმიანობა რუსეთის სისხლის სამართლის 275-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებზე, რაც არის ღალატი" - ამბობს წყარო TASS-თან საუბრისას.

მოსკოვის სასამართლოს მიხედვით, იური დუდმა არ შეასრულა უცხო ქვეყნის აგენტის ვალდებულებები, ამავდროულად ინფორმაციას აგროვებდა სამხედრო სფეროსთან დაკავშირებით, რის გამოც მას 2 თვით წინასწარი პატიმრობა განესაზღვრა. 

tabula.ge