Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ყველაზე მდიდარი რუსების ქონება 24,586 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

რაც შეეხება წინა თვეს, მხოლოდ ივნისში ეს მაჩვენებელი 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

კაპიტალის ყველაზე დიდი ზრდა Норникел-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პოტანინმა დააფიქსირა - 3,83 მილიარდი დოლარი. ახლა მისი ქონება 31,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. პოტანინი რეიტინგში 65-ე ადგილზეა.

შემოსავლის მიხედვით მეორე ადგილზეა Metalloinvest-ის აქციონერი ალიშერ უსმანოვი - წლის პირველ ნახევარში ის 3,17 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მისი კაპიტალი 16,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. უსმანოვი რეიტინგში 148-ე ადგილზეა.

ცნობისთვის, ინდექსში შესულია პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანი, მათ შორის 21 რუსი.