საფრანგეთის ფლოტმა დააკავა ნავთობის ტანკერი, რომელიც, არსებობს ეჭვი, რომ რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" ეკუთვნის.
რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერების წინააღმდეგ ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს სანქციები აქვთ დაწესებული. 11 აპრილს, იმავე მიზეზით აღნიშნული საზღვაო ხომალდი ესტონეთმაც დააკავა, თუმცა იმ დროს გემი სხვა სახელით მოქმედებდა.
Marine Traffic data-ს ინფორმაციით, ტანკერმა რუსეთის პრიმორსკის პორტი 20 სექტემბერს დატოვა, ხოლო შემდეგ გაცურა ბალტიის ზღვაში და ამ გზით მოხვდა საფრანგეთის ტერიტორიაზე.
საფრანგეთის ფლოტის მიხედვით, გამოძიება უკვე დაწყებულია. ბრესტის პროკურორის მიხედვით, ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გემის ეკიპაჟმა ვერ შეძლო ხომალდის წარმომავლობის მტკიცებულებების წარმოდგენა.