ტაურინის, ამინომჟავის ჭარბი მოხმარება, რომელსაც ხშირად უმატებენ ენერგეტიკულ სასმელებს, როგორიცაა Red Bull და Celsius, სისხლის კიბოს განვითარების გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს.
როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებში ადამიანის ლეიკემიის უჯრედები გადანერგეს და დააკვირდნენ, თუ როგორ ეხმარებიან ტაურინის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი გენები კიბოს უჯრედებს ამ ნივთიერების ძვლის ტვინიდან მიღებაში.
აღმოჩნდა, რომ ენერგეტიკული სასმელებიდან და საკვები დანამატებიდან მიღებული ტაურინის სიჭარბემ შეიძლება ლეიკემიის განვითარება გააძლიეროს სიმსივნური უჯრედების დამატებითი „საწვავით“ უზრუნველყოფის გზით.
ვრცლად: The Independent