ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა 5 დეკემბერს ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრში გაიმართება.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თანდასწრებით განაცხადა.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ის, კანადისა და მექსიკის სტადიონებზე გაიმართება. ტურნირში პირველად ითამაშებს 48 გუნდი.