ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სპარსეთის ყურეში ტვირთის გადაზიდვის ტარიფები მნიშვნელოვანწილად შემცირდა.

დიდი ნავთობმზიდი ხომალდების, ე.წ. სუპერტანკერების დღიური მომსახურება $50,000-მდე შემცირდა. ომის პიკში ეს თანხა $60,000-ს აღწევდა. ომის რისკების გადაზღვევის ხარჯები 0.5%-იდან 0.35-0.45%-მდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო.

საბერძნეთის ვაჭრობის სამინისტრომ ჰორმუზის სრუტეში მცურავ ხომალდებს აცნობა, რომ ვითარება მეტწილად დასტაბილურებულია.

ბაზრის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვითარების დეესკალაციამ პირველი სტაბილიზაციის ეფექტი მოიტანა, თუმცა, ბაზარზე საგანგებო სიფრთხილე მაინც იკვეთება. სპეციალისტები შიშობენ, რომ კონფლიქტის ნებისმიერ ფორმით განახლება ფასებზე უარყოფითად იმოქმედებს.