გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კორნელიუსმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროპის ქვეყნები სანქციების მზადებას დაიწყებდნენ, კორნელიუსმა უპასუხა: „ზუსტად“.
„დრო მიდის. როდესაც ეს დღე გავა, სანქციების ზომები მომზადდება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე. ამის პარალელურად, ბრიუსელში ვამზადებთ სანქციების მე-17 პაკეტს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.