მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, იტალიის ქალაქ ვენეციაში ​​ტურისტების შესვლის საფასურის წესდება და ვენეცია იქნება ეს მსოფლიოში პირველი ქალაქია, რომელმაც ასეთი გადასახადი შემოიღო. იტალიაში კიდევ ერთმა მეგა-პოპულარულმა ადგილმა - კომოს ტბამაც გადაწყვიტა ამ მაგალითს მიჰბაძოს. ამის შესახებ Euronews Travel-ი წერს.

კომო სიდიდით მესამე ტბაა ქვეყანაში. მას ყოველწლიურად 1,4 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. კომოს ტბის ირგვლივ რამდენიმე თვალწარმტაცი ქალაქი და სოფელია, მაგრამ ამავე სახელწოდების ქალაქი კომო იყო პირველი, ვინც ტურისტებისთვის გადასახადის დაწესებაზე

კომოს მერმა ალესანდრო რაპინეზემ განაცხადა, რომ ის განიხილავს ყოველდღიური გადასახადის შემოღებას და ვარაუდობს, რომ ის მალე ამოქმედდება.

„ჩვენ უკვე განვიხილავთ ტურისტული გადასახადის იდეას. რევოლუციები იწყება კონკრეტული ზომებით და ჩვენ მზად ვართ ამ გრძელი მოგზაურობისთვის“, - განუცხადა მან The Times-ს.

მოსალოდნელია, რომ საფასური ვრცელდება ქალაქ კომოს ყოველდღიურ ვიზიტორებზე.

მერს არ დაუკონკრეტებია დამატებითი დეტალები, გადასახადის ოდენობის შესახებ. არც ის უთქვამს, ვის მოუწევს გადახდა ან როდის შევა ცვლილება ძალაში.

ბოლო წლებში ულამაზესი კომოს ტბა ტურისტების მზარდ რაოდენობას ებრძვის.

ხალხოის რაოდენობამ იმატა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის ჯორჯ კლუნიმ, სანაპირო ზოლის გასწვრივ ქონება შეიძინა და ტბა გადასაღები ადგილი გახდა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორიცაა Casino Royale და House of Gucci.