რუსეთისა და სომხეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ზოგიერთი რეგიონიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სააგენტო „რია-ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა.

„იმის გამო, რომ პირობები შეიცვალა, ფაშინიანი და პუტინი ამ საკითხზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ სომხური მხარის მოთხოვნით, რუსი მესაზღვრეები ირანთან და თურქეთთან საზღვარზე დარჩებიან.