ამერიკული Walmart Inc, შტატების უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანია, ხარჯების შემცირებისა და გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების მიზნით რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფისის 1500 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს, - წერს The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ რეორგანიზაციას გაუწევს ზოგიერთ გუნდს გლობალური ტექნოლოგიების განყოფილებაში, ონლაინ შეკვეთების ბიზნესსა და სარეკლამო ბიზნესში (Walmart Connect).