„შესაძლოა, „სენტ-ეტიენმა“ ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ზურიკო დავითაშვილი დაკარგოს. ლიგა 2-ში დაქვეითების მიუხედავად, ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო“, – ინფორმაციას ASSE Mercato ავრცელებს.
„გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ გადასულმა ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით ცხრა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
„სენტ-ეტიენი“, რომელსაც სურს, კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოყალიბდეს და ლიგა 1-ში დაწინაურდეს, იმედოვნებს, რომ შეინარჩუნებს „ქართველ დინამიტს“.
„ნაპოლისა“ და „ნოტინგემ ფორესტს“ „ბოლონიის“ ფლანგის შემტევის, დენ ნდოიეს შეძენა სურთ. რამდენიმე იტალიური წყაროს ცნობით, „ბოლონიის“ აგენტები შეხვდნენ ზურიკო დავითაშვილის წარმომადგენლებს.
დავითაშვილი არასდროს მალავდა ტოპ ლიგაში თამაშის სურვილს. 24 წლის ასაკში ზურიკო დავითაშვილს შეუძლია, მეგობრის, ხვიჩა კვარაცხელიას კვალს გაჰყვეს, რომელმაც იტალიაში წარმატებას მიაღწია“.