2024 წელს საქართველოში წარმოებული იქნა დაახლოებით 3 მილიონი ტონა ცემენტი, რაც 2023 წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა, - ამის შესახებ TBC Capital–ის „სამშენებლო სექტორის მიმოხილვაში“ არის აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, 2019 წლიდან საქართველოში წლიურად გამოყენებული ცემენტის დაახლოებით 94% ადგილობრივი წარმოებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცემენტის ადგილობრივი ბაზარი მაღალი თვითკმარობით ხასიათდება. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, ცემენტის იმპორტი ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. განსაკუთრებით მაღალი წლიური ზრდა 2024 წელს დაფიქსირდა და კლინკერის (ცემენტის პირველადი ნედლეული) იმპორტმა პირველად გადააჭარბა მილიონ ტონას, რაც წლიური 41%-იანი ზრდაა.