ჩემთვის და ბევრი სხვა ინვესტორებისთვის საინტერესოა საექსპორტო ინდუსტრიებში შესვლა - აცხადებს საინვესტიციო ჯგუფის „ჰანიველ პარტნერსის“ დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე. მისივე განმარტებით, მისი ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიების ყიდვა და შემდეგ გაყიდვითაა დაინტერესებული, თითქმის ყველა მიმართულება საინტერესოა.

„საქართველო არის პატარა ქვეყანა მოსახლეობით, ამას ჩვენ ვერ გავზრდით. აქ ბევრ რაღაცას ვლაპარაკობთ, მაგრამ შეიძლება ოდესღაც ეს მოხდეს. ჩვენ მეზობლებთან ერთად შევქმნათ საერთო სავაჭრო სივრცე, მაგრამ ეს არ გვაქვს. ეს ძალიან კარგი იქნება და ამიტომ ბევრი, საქართველოს ბაზარზე თუ იქნები მარტო მიმართული, გაქვს ასე თუ ისე ლიმიტირებული ზრდა. ამიტომ ჩემთვის და ეჭვი მაქვს, რომ ბევრი სხვა ინვესტორებისთვისაც საინტერესო არის საქართველოს გამოყენება იქ, სადაც შესაძლებელია საექსპორტო პროდუქციის გაჩენა, ან საექსპორტო ინდუსტრიებში შესვლა.

იგივე ამ კორიდორის გადაყენება ეს იქნება გადამზიდები, პორტები, ავიაკომპანიები, ბევრი რაღაც რომელიც საქართველოშია, იყენებს საქართველოს მდებარეობას მაგრამ მუშაობს რეალურად ექსპორტზე და ბევრად უფრო დიდ ბაზარზე. ამიტომ, როგორც ვთქვი ჩემთვის საინტერესო იქნება, მაგალითად, შევხედო პორტების სტილს, ასევე ავიაკომპანიების სტილს, სხვადასხვა იმ ინდუსტრიებს, რომელიც ამ კორიდორს მოემსახურება და ა.შ“, - აცხადებს ბიზნესმენი.

გიორგი რუხაძე სამომავლოდ სამგზავრო ავიაკომპანიის შექმნასაც არ გამორიცხავს.

„კი განვიხილავ და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა რუხაძემ.

bfm.ge