თბილისი (GBC) – მიხეილ ლომთაძის ფინტექ კომპანიის Kaspi აქციების ფასი Nasdaq–ზე მკვეთრად, 13,8%–ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. ამის შესახებ ყაზახური საინფორმაციო სააგენტო kapital.kz წერს.
დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავლებმა, თურქეთში მიღებული შემოსავლების გამოკლებით, დაახლოებით $1.36 მლრდ შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ – $513 მლნ–ს გადააჭარბა.