ქართული ვაშლის ექსპორტი იანვარ-ივლისში წლიურად 654%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის შვიდ თვეში ექსპორტზე გავიდა 6.697 მლნ აშშ დოლარის 10 746 ტონა ქართული ვაშლი. შარშან იმავე პერიოდში კი 888 ათასი დოლარის 1 345 ტონა.
„ბიზნესპრესნიუსის“ დათლით, წელს 1 კგ ქართული ვაშლის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 62 ცენტი იყო, შარშან კი 66 ცენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ვაშლის საექსპორტო ფასი 6%-ით გაიაფდა.
აღსანიშნავია, რომ წელს შვიდ თვეში ქართული ვაშლის ექსპორტი მხოლოდ ოთხ ქვეყანაში განხორციელდა. ყველაზე დიდი წილი კი რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ, ქართული ვაშლის 98% რუსეთში გავიდა.
უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში ვაშლის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
- რუსეთი - 6.6 მლნ აშშ დოლარის 10 596 ტონა;
- ბელარუსი - 51 ათასი დოლარის 58.9 ტონა;
- სომხეთი - 30.7 ათასი დოლარის 31.8 ტონა;
- ყაზახეთი - 15 ათასი დოლარის 60 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს წელს იანვარ-ივლისში 82%-ით შემცირდა ვაშლის იმპორტი. კერძოდ, წელს იმპორტირებულია 926 ათასი დოლარის 1 141 ტონა ვაშლი, ხოლო შარშან 5.09 მილიონი დოლარის ღირებულების 7 213 ტონა.
აღსანიშნავია, რომ შარშან 1 კგ ვაშლის იმპორტი გადასახადების გარეშე თითქმის 71 ცენტი ჯდებოდა, წელს კი ფასი 14%-ით გაიზარდა და 81 ცენტი შეადგინა.
წელს შვიდ თვეში ვაშლის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:
- თურქეთი - 569 ათასი დოლარის 779 ტონა;
- ნიდერლანდები - 119 ათასი დოლარის 64 ტონა;
- უკრაინა - 115 ათასი დოლარის 160 ტონა;
- პოლონეთი - 35 ათასი დოლარის 41 ტონა;
- ჩილე - 28 ათასი დოლარის 19 ტონა.