სასტუმრო თითქმის, 100%-იანი დატვირთულობით, მუშაობს. დამსვენებლების 80% ქართველია, ხოლო 20% უცხოელი, - ამის შესახებ დაბა ჩაქვში ახალგახსნილი სასტუმრო კომპლექსი Roots Resort-ის გენერალურმა მენეჯერმა შოთა მარუაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სტუმრები, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან არიან როგორიც არის - ყაზახეთი, საბერძნეთი, აშშ, საუდის არაბეთი და სხვ.
მანვე აღნიშნა, რომ სასტუმრო 4-ვე სეზონზე აქტიურ მუშაობს გეგმავს.
"სასტუმრო ყველა საფასო სეგმენტის მომხმარებელზეა მორგებული. კონკურენცია არის, თუმცა ჩვენ განსხვავებული კონცეფცია გვაქვს და ძალიან ძლიერი ჯგუფია შეკრებილი, რომელიც თითოეული სტუმრის კომფორტზე ზრუნავს. სასტუმროს გარდა აღსანიშნავია, რომ რესტორანი ყოველდღიურად დატვირთულია და სხვადასხვა ტიპის შეკვეთები შემოდის, მათ შორის დაბადების დღეები და ა.შ.
ძალიან გვინდა, რომ ბავშვთა ოთახი და სამაგიდო თამაშების სივრცე მოვაწყოთ და ჩვენს დამსვენებლებს კიდევ უფრო მეტი აქტივობა შევთავაზოთ", - აცხადებს შოთა მარუაშვილი.
ცნობისთვის, წელს გახსნილი სასტუმრო Roots Resort-ი 26 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ნომერსა და 6 კოტეჯს მოიცავს. გარდა ამისა, კომპლექტის ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორანი და ღია აუზი. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ დოლარამდეა.