ნატო-ს 2026 წლის სამიტი 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

რუტემ მადლობა გადაუხადა თურქეთს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის მასპინძლობისთვის.

„თურქეთი, 70 წელზე მეტია, ნატო-ს ძლიერი მოკავშირეა და ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. ჩვენს შემდეგ სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ ნატო-ს უფრო ძლიერ და სამართლიან ალიანსად გადაქცევას, რომელიც მზადაა, უპასუხოს ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ გამოწვევებს“, – აღნიშნა რუტემ.

ეს ნატო-ს მეორე სამიტი იქნება, რომელსაც თურქეთი უმასპინძლებს. 2004 წელს ნატო-ს სამიტი სტამბოლში გაიმართა.