მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, ფიბა-მ 2025 წლის ევრობასკეტის წინ 25 კალათბურთელი გამოყო, რომელთა თამაშსაც ტურნირზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. ამ ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების წევრები – სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც მოხვდნენ.

ფიბა მამუკელაშვილის შესახებ: „სანდრო მაღალი, მოქნილი კალათბურთელია, რომელსაც შესანიშნავი სროლა და სამწამიანში ბრძოლისუნარიანობა გამოარჩევს. ის ბურთს იშვიათად კარგავს და თითქმის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის კარგი მაგალითია. 2022 წლის ევრობასკეტზე საშუალოდ 15.1 ქულასა და 11 მოხსნას აგროვებდა, ახლა კი მას შეუძლია, კიდევ უფრო ეფექტური შედეგები აჩვენოს, მიუხედავად რთული ჯგუფისა“.

ფიბა ბითაძის შესახებ: „გოგას მთავარი ძლიერი მხარე სამწამიანში დომინირებაა. მას აქვს კარგი სროლა, იცავს ფარს, კომბინაციების დროს საიმედოა და ქულების მოპოვება შეუძლია როგორც ფარიდან, ისე დისტანციიდან. ამის გამო ის საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. წინა ევრობასკეტზე საშუალოდ 10 ქულა და 6.3 მოხსნა ჰქონდა“.

ორგანიზაციამ, ქართველი მოთამაშეების გარდა, შემდეგი კალათბურთელები გამოარჩია:

ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი), იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), კრისტაპს პორზინგისი (ლატვია), ლაური მარკანენი (ფინეთი), ფრანც ვაგნერი (გერმანია), ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო), იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა), იუსუფ ნურკიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ალპერენ შენგუნი (თურქეთი), დენი ავდია (ისრაელი), დენის შრიოდერი (გერმანია), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), სანტი ალდამა (ესპანეთი), სიმონე ფონტეკიო (იტალია), ჩედი ოსმანი (თურქეთი), ძანან მუსა (ბოსნია და ჰერცეგოვინა), გერშონ იაბუსელე, ალექს სარი, ზაკარი რისაშე (საფრანგეთი), ვიტ კრეიჩი (ჩეხეთი), ნიმაის ქუეტა (პორტუგალია), პელი ლარსონი (შვედეთი).

1tv.ge