ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 3.14%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 68.90 გირვანქა სტერლინგია. 

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.01%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 45.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.48 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების  ფასი 2.24%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 19.16 გირვანქა სტერლინგია. 

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 3.39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 2.48 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 893 მილიონ გირვანქა სტერლინგია.

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 49.30%-ით გაიზარდა, 47.15%-იან ზრდას აჩვენებს "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ღირებულების მაჩვენებელი, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი 71.07%-ითაა მომატებული. 

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Gult & taggart