ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზესემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ქალების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მენტორობის პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე.  

ღონისძიების ფარგლებში სემეკის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა სერტიფიკატები გადასცეს მენტორობის პროგრამის მონაწილეებს.

სემეკში რიგით მეორე მენტორობის პროგრამა, სახელწოდებით „ქალები ენერგეტიკაში“ 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულებმა გაუზიარეს გამოცდილებასხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულ ქალ კოლეგებს. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკის სექტორში ქალების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.