ჩვენთვის ყველაზე რთული საექსპორტო ბაზარი ჩინეთია, - ამის შესახებ "ქართველის" დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ, გადაცემაში " სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან" განაცხადა. მიზეზად ამ ქვეყანაში სადისტრიბუციო ჯაჭვის არარსებობას ასახელებს. 

კითხვაზე, რომელია ყველაზე სპეციფიკური საექსპორტო ბაზარი და სად აწყდება ბიზნესი ყველაზე მეტ სირთულეს, ბიზნესმენი ასე პასუხობა:

"ჩემი აზრით, ყველაზე რთული ბაზარი ჩინეთია. სადისტრიბუციო სისტემა არ არსებობს. გარკვეულ ჯგუფებს, თავისი ქსელი აქვთ, მაგრამ არა დისტრიბუტორები, არამედ სხვა კორპორატიული კლიენტები ჰყავთ. ამიტომ ჩინეთი ყველაზე რთულია შეღწევადობის კუთხითაც. შემდეგ უკვე ამერიკა. ევროპას რაც შეეხება, გვყავს დისტრიბუტორი, რომელიც გარკვეულ სავაჭრო ობიექტებში შედის, მაგრამ იმისთვის, რომ მსხვილ ქსელში შეხვიდე, რომელსაც შეუძლია ქართული ღვინის თარო შექმნას, ეს ფაქტობრივად, ყველაზე რთული ამოცანაა".