რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველოში მნიშვნელოვანია, სახლური გემოები შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული კულინარია ვერ გადარჩება.
როგორც შოთა ბურჯანაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში სარესტორნო სფერო ვითარდება.
"ვფიქრობ, სახლური გემოების შენარჩუნებას, არანაირი საშიშროება არ ემუქრება, მაგრამ სწორად განვითარებისთვის ნაბიჯებია გადასადგმელი. გამოწვევები ყოველთვის იარსებებს - 30 წლის წლის წინ, თუ გადავხედავთ, რა სიტუაციაში ვიყავით, დღეს უბრალოდ, საოცარ რეალობაში ვართ. ამასთან, 30 წლის წინ, რა მოთხოვნაც ჰქონდა, ადგილობრივ მომხმარებელს, თუ ტურისტს დღეს სხვა მოთხოვნაა. სარესტორნო ბიზნესი, არა მარტო, მომსახურების ხარისხით გაიზარდა... სარესტორნო ბიზნესში შემოსვლის დროს, ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი - სახელიდან დაწყებული, თუ რა კერძი და მენიუ უნდა შესთავაზო მომხმარებელს ყველაფერი. თუ ბიზნესი ჩვენს სფეროში თავს მარტივად იგრძნობს, განვითარებას წინ ვერაფერი დაუდგება", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, თუ ისევ გარკვეული სახის ჩავარდნა არ იქნება, სფეროს ერთი დიდი ამოსუნთქვის გაკეთება შეუძლია.
"სანამ ქვეყანა სტაბილურ ვითარებაში არ იქნება, სანამ ინვესტორისთვის მისი მდგომარეობა გრძელვადიან მდგომარეობაში აღსაქმელი არ გახდება, მანამდე ინვესტორისთვის კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა რთულია. დღეს საქართველოში რა ვითარებაშიც ვართ - ინვესტორის მოზიდვა ცოტა რთულია, წინა წლის უფრო მარტივი იყო. კულინარიის, გასტრონომიის მიმართულებით ულევი შესაძლებლობები გვაქვს. მოლოდინი დიდი გვაქვს, თუ ისეთი მცირედი ჩავარდნა არ განვითარდება, როგორიც იყო (ირან-ისრაელის ომი) - შესაძლებლობა, რომ სფერომ ერთი დიდი ამოსუნთქვა გააკეთოს ნამდვილად არსებობს", - აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.