9 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.33 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6069 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8053 ლარი გახდა.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.19%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.6025 იყო.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.60%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 20.0663-ის ნიშნულზე იყო.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.04%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 385.5900-ის ნიშნულზე იყო.