2024 წელს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 58 აუდიტი, მათ შორის, 13 – ფინანსური, 25 – შესაბამისობის, 4 – უწყებათაშორისი შესაბამისობის და 16 ეფექტიანობის აუდიტი. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში. 

დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სექტორში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მიზნით, სამსახურმა 2024 წელს 4 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი განახორციელა, რომელთა ფარგლებშიც დაიფარა 40-ზე მეტი საჯარო უწყება.

წინა წლების მსგავსად, 2024 წელსაც სამსახური ინტენსიურად თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტთან. საფინანსო-­საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა აუდიტის ჯგუფმა განიხილა 18 აუდიტის ანგარიში, მათ შორის, 8 − ფინანსური, 3 − შესაბამისობისა და 7 ეფექტიანობის აუდიტი.

აუდიტის სამსახურის ძირითადი პროდუქტია აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციები და მათი შესრულებით მოტანილი სარგებელი, რომელიც გამოიხატება საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის ღირებულების შექმნაში. სამსახურს მუდმივი კომუნიკაცია გააჩნია შემოწმებულ ორგანიზაციებთან რეკომენდაციების შესრულების პროცესში, რითაც ხელს უწყობს მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას. აუდიტის სამსახური სრულად გადავიდა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაზე (ARIS), რაც ასევე ქმნის შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს პარლამენტს საპარლამენტო ზედამხედველობის წარმატებით განხორციელებაში. არსებული მდგომარეობით, სისტემაში ჩართულია 13 სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, 58 მუნიციპალიტეტი და ყველა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

გენერალური აუდიტორის მიმართვის თანახმად, სისტემის საშუალებით რეალურ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი 2021-2025 წლებში გაცემულ 1,700-ზე მეტ რეკომენდაციაზე.

ანგარიშში წერია, რომ 2020-2024 წლებში შესრულებულია რეკომენდაციების 46%, ნაწილობრივ კი–28%" .

დოკუმენტში საუბარია სამართალდამცავ ორგანოებში 2024 წელს გადაგზავნილი ანგარიშებისა და მასალების შესახებაც. თოთხმეტი ასეთი ანგარიშიდან თორმეტი მუნიციპალიტეტების ანგარიშებია:

1 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 - 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში და მასალები;

2 გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;;

3 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;

4 გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;

5 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;

6 დმანისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;

7 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;

8 ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;

9 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;

10 ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;

11 მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტის თაობაზე ინფორმაცია (ხაზინის ამონაწერები);

12 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის მასალები;

13 შუახევის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები;

14 ქედის მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები;