2025 წლის ივლისში დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, 273 460 ლარის ჯარიმა დაიწერა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) დოკუმენტშია აღნიშნული.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ჯამში იანვარ-ივლისში აღნიშნულ დარღვევაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 804 617 ლარი შევიდა, აქედან 158 420 ლარი - იანვარში, 204 902 ლარი - თებერვალში, 307 710 ლარი - მარტში, 321 464 ლარი - აპრილში, 236 609 ლარი - მაისში, ხოლო 302 043 ლარი ივნისში.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს 2024 წელს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, ბიუჯეტში ჯარიმების სახით, 1 153 574 ლარი შევიდა.