2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო სახელმწიფო ვალი 8.96 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 250 მილიონი დოლარით მეტია. ვალის ნაშთის ზრდის მთავარი ფაქტორი დაკავშირებულია კურსის ცვლილებასთან, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.
ქვეყანას ყველაზე დიდი ვალი აზიის განვითარების ბანკისგან აქვს, რადგან ADB წარმოადგენს უმსხვილეს დონორს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი 2.17 მილიარდი დოლარის ვალით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.1 მილიარდი დოლარით.
ქვეყანა/საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია | ვალის ნაშთი აშშ დოლარში |
აზიის განვითარების ბანკი (ADB) | $2,373,124,000 |
მსოფლიო ბანკი | $2,173,292,000 |
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | $1,161,614,000 |
საფრანგეთი | $823,928,000 |
გერმანია | $585,880,000 |
ევრობონდი | $500,000,000 |
ეროვნული ბანკის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) | $362,241,000 |
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | $226,907,000 |
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | $220,556,000 |
მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) | $166,197,000 |
ევროკავშირი (EU) | $150,687,000 |
იაპონია | $127,518,000 |
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | $37,829,000 |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | $15,794,000 |
ავსტრია | $10,968,000 |
ქუვეითი | $8,115,000 |
ამერიკის შეერთებული შტატები | $5,902,000 |
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | $4,921,000 |
რუსეთი | $3,997,000 |
თურქეთი | $1,139,000 |
ყაზახეთი | $636,000 |
აზერბაიჯანი | $585,000 |
სომხეთი | $516,000 |
ირანი | $427,000 |
თურქმენეთი | $211,000 |
ნიდერლანდების სამეფო | $14,000 |