მსოფლიოს წამყვანი კრიპტობირჟები ბოლო წლებში ისეთ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებად იქცნენ, რომ კრიპტოაქტივებით ვაჭრობის უდიდესი ნაწილი სწორედ მათზე მოდის.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟები Binance-ი და Coinbase -ია.

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგი CoinMarketCap-ის მონაცემებით შემდეგია:

1 – Binance

Binance-ი რეიტინგში ისევ პირველ ადგილზეა და ინარჩუნებს გლობალურ ლიდერობას. დღეში Binance-ზე საშუალოდ $70–$75 მილიარდის ტრანზაქციები სრულდება. რადგან კომპანია კერძო საკუთრებაში რჩება, მისი კაპიტალიზაცია უცნობია.

2 – Coinbase

რეიტინგში მეორე ადგილს Coinbase-ი ინარჩუნებს. Coinbase-ი დღეში საშუალოდ $3–4 მილიარდის სპოტ-ტრანზაქციებს ასრულებს. ბირჟაზე ამჟამად წარმოდგენილია დაახლოებით 300-მდე აქტივი, მისი საბაზრო ღირებულება კი 91 მილიარდ დოლარს აღწევს.

3 – OKX

OKX-ს ბირჟაზე დღეში საშუალოდ $20–25 მილიარდის ვაჭრობას აფიქსირებს და ისიც კერძო საკუთრებაშია.