დღეს საქართველოში ფინანსურ სერვისებზე წვდომა ისეა გამარტივებულია, როგორც არასდროს ყოფილა. ამიტომ, ფინანსური გამოწვევები და გაუთვალისწინებელი ხარჯები გადაუჭრელ პრობლემებად, ახალი შესაძლებლობები კი ხელიდან გაშვებულ შანსად აღარ აღიქმება.
ეს პროცესი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტთან” თანამშრომლობით მეტად კომფორტული და მარტივია, რადგან კომპანიის მიდგომა მომხმარებლის საჭიროებების გააზრებასა და მათზე მორგებული პირობების შეთავაზებაზეა აგებული.
ავტო ლომბარდი — მიიღე კუთვნილი თანხა 30 წუთში
,,ლიდერ კრედიტში” ავტო ლომბარდით სარგებლობისას 2 000-დან 200 000 ლარამდე თანხის მიღება სულ რაღაც 30 წუთშია შესაძლებელი. ამისათვის საკმარისია, რომ ფლობდე ავტომობილს, რომელიც 2005 წელს ან შემდეგ არის გამოშვებული და ფილიალში მისულმა თან იქონიო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მანქანის პასპორტი.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სესხით სარგებლობისას ავტომობილის მართვას ჩვეულებრივად განაგრძობ. არ გიწევს ყოველდღიურ კომფორტზე უარის თქმა, კვლავ მიდიხარ სამსახურში, მიგყავს ბავშვები სკოლასა და ბაღში.
გადახდის გრაფიკიც მოქნილია. შეგიძლია აირჩიო ანუიტეტური გადახდა, რაც გულისხმობს თანხის თანაბარი ყოველთვიური შენატანებით (სადაც ძირითადი თანხაც შედის და პროცენტიც) დაფარვას, ან ყოველთვიურად გადაიხადო მხოლოდ სესხის პროცენტი.
ოქროს ლომბარდი — ნაკეთობის მაღალი შეფასება და მოქნილი პირობები
თუ ფინანსების მობილიზების სხვა გზას ეძებ, ოქროს ლომბარდი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მეთოდია. „ლიდერ კრედიტში“ ოქროს მაღალი ფასით აფასებენ, ხოლო სესხის საპროცენტო განაკვეთი დაბალია. შესაძლებელია 200-დან 100,000 ლარამდე თანხის მიღება, წლიური განაკვეთი კი 18%-ს არ აღემატება.
აქაც მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება აქვს. შეგიძლია გადახდის სამი სქემიდან ერთ-ერთი შეარჩიო: დაფარო მხოლოდ პროცენტი, გადაიხადო პროცენტი და ძირი ერთად, ან ისარგებლო კიდევ უფრო შეღავათიანი პირობით და პროცენტი სამ თვეში ერთხელ გადაიხადო.
სერვისით სარგებლობისთვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან ბინადრობის ბარათია საჭირო. ნივთის შეფასება ადგილზე, რამდენიმე წუთში ხდება. ამასთან, ნებისმიერ დროს შეგიძლია სრულად დაფარო სესხი ან გამოისყიდო დაგირავებული ნივთების ნაწილი.
ვალუტის კონვერტაცია და ფულადი გზავნილები ერთ სივრცეში
„ლიდერ კრედიტის“ ფილიალებში შესაძლებელია არა მხოლოდ სესხის აღება, არამედ სხვა ოპერაციების შესრულებაც. მაგალითად, შეგიძლია გადაცვალო ვალუტა საუკეთესო კურსით. ფილიალებში ხელმისაწვდომია ლარის, დოლარის, ევროს, ფუნტის, რუბლის, ლირის, მანათისა და დრამის ყიდვა-გაყიდვა.
აქვე შეგიძლია ისარგებლო ფულადი გზავნილების სერვისით. თანხის გაგზავნა ან მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო გზავნილების სისტემა გამოირჩევა სისწრაფითა და უსაფრთხოებით.
ეს სერვისები ხელმისაწვდომია კომპანიის ყველა ფილიალში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, მარნეულში, ხაშურში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.
სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს www.leadercredit.ge, ინდივიდუალური კონსულტაციისთვის კი დარეკე ნომერზე: +995 32 2 73 00 73.